მოგწონთ ბლოგი?:)
ბორჯომი (წყალი)
„ბორჯომი“ — ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი ამავე სახელწოდების ქალაქი-კურორტიდან, საქართველოში, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით. ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ „ბორჯომი“, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment