მოგწონთ ბლოგი?:)

სამკურნალო თვისებები

ორგანიზმის გაწმენდა ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის წყალობით „ბორჯომი“ მოქმედებს, როგორც „შიდა შხაპი“ და შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს. ის მატებს იმუნიტეტს და ეფექტურია საჭმლისმომნელებელი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს. კვების ჰიგიენის სპეციალისტთა თანახმად, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო დარღვეულია ადამიანის ორგანიზმის ტუტე-მჟავას წონასწორობა (pH) და მატება აღინიშნება მჟავიანობის მხრივ. „ბორჯომის“ რეგულარული მიღება აბალანსებს pH-ის დონეს და ასევე, ქმნის ოპტიმალურ პირობებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისათვის. ასევე „ბორჯომი“ აუმჯობესებს ნაწლავთა მუშაობას და ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები. რამდენადაც, „ბორჯომი“ გამოირჩევა მინერალთა დაბალანსებული შემცველობით, ტრადიციულად, ბევრი ადამიანი მას სვამს, როგორც სუფრის წყალს. მაგალითად, კალციუმი „ბორჯომში“ 100 მგ-ზე ნაკლებია, რაც დასაშვებია ყოველდღიური მოხმარებისთვის — მარილთა დაგროვების რისკი არის მხოლოდ მაშინ, როდესაც კალციუმის შემცველობა 200 მგ/ლ-ს აჭარბებს. გახდომა დიეტოლოგები ჭარბწონიან ადამიანებს ურჩევენ, სვან ჩვეულებრივზე მეტი „ბორჯომი“. იგი დადებითად მოქმედებს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაზე და წარმოქმნის ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ), რომლის დაშლისასაც გამოიყოფა ენერგია. აღსანიშნავია, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ექიმები ურჩევენ მოერიდონ ძლიერგაზირებულ წყალს, რადგან ის სტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ანუ იწვევს შიმშილის გრძნობას. ამიტომ, მათ, ვისაც გახდომა სურს, „ბორჯომის“ მიღებამდე რეკომენდაცია ეძლევათ გამოუშვან მისგან ნახშირბადის დიოქსიდის გაზი. კბილები სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „ბორჯომი“ სასარგებლოა კბილებისთვის. ეს მინერალური წყალი შეიცავს ფტორიდის და იოდიდის იონებს, რაც ამცირებს კარიესის გაჩენის შესაძლებლობას. ქრონიკული გასტრიტი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კოლიტი და ენტეროკოლიტი ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზები პანკრეატიტი ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული სნეულებები შაქრის დიაბეტი

No comments:

Post a Comment