მოგწონთ ბლოგი?:)
წყაროები
ბორჯომის მინერალური წყლების საბადო კავკასიონის მესხეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 760–920 მეტრის აბსოლუტურ სიმაღლეზე. „ბორჯომი“ მოიპოვება 9 ჭაბურღილიდან, რომელთა სიღრმეა 1200–1500 მეტრი. „ბორჯომის“ საბადოების დაზვერვა მიმდინარეობდა 1927 წლიდან. სულ, 1982 წლამდე, გაჭრილ იქნა 18,4–დან 1502 მეტრამდე სიღრმის 57 ჭაბურღილი. დაზვერვითი სამუშაოების დაწყებამდე საბადოს ცენტრალურ ნაწილში მოქმედებდა მხოლოდ ორი წყარო: კავკასიის მთავარმართებელ ევგენი გოლოვინის (Евгеньевский) და მისი ქალიშვილის, ეკატერინეს სახელობისა (Екатерининский), რომელიც წყალმა განკურნა.[2] 1957–1978 წლებში ჩატარებული საბურღი სამუშაოების შედეგად ბორჯომის საბადოების საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გამოვლინდა ახალი საექსპლუატაციო უბნები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ბორჯომის წყლის მარაგები. ამის წყალობით საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოება 400 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა. დღეს ბორჯომის ხეობაში სამი საექსპლუატაციო უბანია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (დაბა ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვანი–ყვიბისის (სოფლების – ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ უბნებზე განლაგებულია 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი. კიდევ 13 ჭაბურღილი გამოიყენება თვითონ საბადოს რეგულარული მონიტორინგისთვის (წყლის დონე, წნევა, ტემპერატურა და სხვა).
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment