მოგწონთ ბლოგი?:)
მოპოვება და ჩამოსხმა
საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების კომიტეტმა დაამტკიცა 2006–2031 წლებში ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების მოცულობა 561 000 ლიტრი დღეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად იწარმოება 1 000 000 ბოთლზე მეტი. დღესდღეობით ყველა 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი ფუნქციონირებს თვითდინებით, ანუ მოიპოვება იმ რაოდენობის წყალი, რომელიც აღდგება ბუნებრივი გზით. ჩამოსხმა "ბორჯომის" წარმოება ჭაბურღილებიდან მიღებული მინერალური წყალი 25 კილომეტრიანი უჟანგავი მილით მიეწოდება ჩამომსხმელ ქარხნებს. იქ ის ყენდება, ცივდება, იგაზება ნახშირბადის დიოქსიდით, ჩამოისხმება ბოთლებში და იფუთება. დღეს ქალაქ ბორჯომში მოქმედებს ორი ჩამომსხმელი ქარხანა: პირველი მინერალურ წყალს ასხამს შუშის ბოთლებში, მეორე კი — პლასტიკატის ბოთლებში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარდა ამ ქარხნების სრული მოდერნიზაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment